სარჯველაძე – პრეზიდენტს გამოკვეთილი ოპოზიციური როლი აქვს, ეს ცხადად მაშინ გამოჩნდა, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში მის მიერ დასახელებული კანდიდატების უკან გაწვევაზე განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტს გამოკვეთილი ოპოზიციური როლი აქვს, ეს ცხადად მაშინ გამოჩნდა, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში მის მიერ დასახელებული კანდიდატების უკან გაწვევაზე განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტის მიზანი იყო, ოპოზიციასთან ერთად დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა.

„მგონი, ისედაც ნათელია და ეს ყველაფერი ცხადად გამოჩნდა კონსტიტუციის დარღვევის დროს, როცა პრეზიდენტმა ის პოზიცია აშკარად დაინახა, რაც ოპოზიციას უკავია. ეს განსაკუთრებულად ცხადად მაშინ გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში მის მიერ დასახელებული კანდიდატების უკან გაწვევაზე განცხადება გააკეთა. ე.ი. მისი მიზანი იყო, ოპოზიციასთან ერთად დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა. მათ მიერ წინასწარ გამოცხადებული ქრონიკები კურსის ვარდნაზე, ფინანსურ არასტაბილურობაზე და ა.შ. სინამდვილეში თურმე ისაა, რასაც ოპოზიცია პრეზიდენტის მხარდაჭერით აკეთებს. კანდიდატები პრეზიდენტმა წარმოადგინა და ამაზე პასუხს ჩვენ გვთხოვენ. საქართველოს პრეზიდენტს აშკარად გამოკვეთილი ოპოზიციური როლი აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შოვის ტრაგედია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენოს და ხელისუფლება დააზიანოს, ჭეშმარიტების დადგენის მიზანი არ ამოძრავებთ
შემდეგი სტატიათიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა