სარჯველაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შოვის ტრაგედია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენოს და ხელისუფლება დააზიანოს, ჭეშმარიტების დადგენის მიზანი არ ამოძრავებთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციას შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენის მიზანი არ ამოძრავებს.

სარჯველაძის თქმით, მათი მიზანია, „ისტორიები შეთხზან“, რასაც უსაფუძვლო ბრალდებების მიზეზად გამოიყენებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა მიმართულია, რომ შოვის დიდი ტრაგედია რაღაც ფორმით საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ, ხელისუფლება დააზიანონ და რაღაც უპირატესობა მოიპოვონ. ყველა კარგად ხვდება, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს და მხოლოდ ჭარბი ემოციებით ხდება იმის გადაფარვა, რა მანკიერი ზრახვებიც ამოძრავებთ. ინსინოვაციები იყო ჯერ ვერტმფრენებზე, შემდეგ არანორმალური ბრალდებები კალაძის ოჯახზე. არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ოპოზიციას ჭეშმარიტების დადგენის მიზანი ამოძრავებს. მათი ერთადერთი მიზანია, ისტორიები შეთხზან, რასაც ახალი უსაფუძვლო ბრალდებების მიზეზად გამოიყენებენ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დღეს, 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი გაერო-ს წესდებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს
შემდეგი სტატიასარჯველაძე – პრეზიდენტს გამოკვეთილი ოპოზიციური როლი აქვს, ეს ცხადად მაშინ გამოჩნდა, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში მის მიერ დასახელებული კანდიდატების უკან გაწვევაზე განცხადება გააკეთა