მეჩვენება, რომ ევრორეკომენდაცია და ვენეციის კომისიის შეფასებები ერთმანეთთან მთლად ჰარმონიაში არ არის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა კვლავ ექნებათ.
„მე მეჩვენება, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ევრორეკომენდაცია, მისი შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით, როცა უკრაინული კანონმდებლობა შეფასებული იყო პოზიტიურად და მოგვიანებით ვენეციის კომისიის შეფასებები მთლად ერთმანეთთან ჰარმონიული არ უნდა იყოს, აქედან გამომდინარე ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ კიდევ გაიმართება მსჯელობა, ოღონდ ეს მსჯელობა არ იქნება საკმარისი მხოლოდ საქართველოს პარლამენტში.
ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება იმ გამოწვევებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც საქართველოს წინაშე დგას“, – განაცხადა სარჯველაძემ.