სარჯველაძე – კითხვარის პასუხების გასაჯაროება დამოკიდებულია არამხოლოდ ქართული მხარის გადაწყვეტილებებზე, ამას სჭირდება შეთანხმება ევროკავშირთანაც

ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს მხრიდან კითხვარის მიხედვით ინფორმაციის წარდგენა – კითხვარის პასუხების გასაჯაროება დამოკიდებულია არამხოლოდ ქართული მხარის გადაწყვეტილებებზე, ამას სჭირდება შეთანხმება ევროკავშირთანაც, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილის შევსებას.

მისივე თქმით, პასუხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა მომავალშიც გაგრძელდება.

“ეს იქნება ისეთი ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებით მომავალშიც ინფორმაციის გაცვლა გაგრძელდება. საკმაოდ ინტენსიური და სრულყოფილი მუშაობა იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ მაქსიმალურად ზუსტი, სრულფასოვანი ინფორმაცია ყოფილიყო წარდგენილი ევროკავშირისთვის, ახლა დაველოდებით, როგორი იქნება გადაწყვეტილება და შემდგომი ნაბიჯები თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. კითხვარის, ასევე შევსებული პასუხების გასაჯროების საკითხი დამოკიდებულია არამხოლოდ ქართული მხარის გადაწყვეტილებებზე, არამედ ამას სჭირდება შეთანხმება ევროკავშირთანაც. ჩემი წარმოდგენით ეს ასეა, რომ აუცილებელი იქნება გარკვევა საკითხის, როგორია პროცედურის წესები, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები გასაჯაროების და ა.შ.”- განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – „ომის პარტია” – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა”!
შემდეგი სტატიაპოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი გადასცა