სარჯველაძე “გირჩის” შეთავაზებაზე: ამაზე შეთავაზება გაკეთდა საგამოძიებო კომისიის სახით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ ალოგიკური და არასწორია ოპოზიციის მიმართ „გირჩის“ შეთავაზება იმის თაობაზე, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩაატარდეს.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თვითმმართველობის იქნება, ხოლო 31 ოქტომბერის – საპარლამენტო არჩევნების.

სარჯველაძის თქმით, არჩევნების გაყალბების მტკიცებას დასაბუთება სჭირდება, რაც ამ დრომდე არ მოუსმენიათ.

„თუ ვინმეს კითხვები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისწორეზე, ამაზე შეთავაზება გაკეთდა დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით. სხვა გზა გაუგებარია. მათი ეს წინადადება ალოგიკურია. სწორი წინადადებაა, რომ ის მექანიზმები შეიქმნას, რითაც გარკვეული იქნება ის, რა არის ჭეშმარიტება. თუ ვინმე აპირებს, აპელირება მოახდინოს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას დასაბუთება სჭირდება, რაც ამ დრომდე არ მოგვისმენია“, – განაცხადა სარჯველიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია ელისაშვილი-ხვიჩიას ინიციატივაზე: ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიანორვეგიაში კოვიდვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა