სარჯველაძე – „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ ახალი პლატფორმის შექმნა იმის გაგრძელებაა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა

ცოტა ფრთხილად იყვნენ, ვიდრე შეურაცხყოფებზე და მართლაც რადიკალიზაციაზე დაიწყებენ ფიქრს. გასაგებია, რომ არეულობის შექმნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ, მაგრამ ეს ამ ადამიანებს ყველაფრის უფლებას არ აძლევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ „დროასთან“ ერთად ქმნის პლატფორმას, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.

„ყველა ფრთხილად იყოს, ვიდრე მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებს გადადგამენ. ასეთი ინიციატივები, რომლებიც გვესმის ხოლმე, რაც უნდა შეფუთონ, ფაქტია, რომ იმის გაგრძელებაა, რაც თქვა ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. რეალურად, ეს არის ადამიანების გაშავების წმინდად პიარული ტაქტიკა და სტრატეგია. ეს ყველასთვის ნათელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რადგან ამ ყველაფერს მოყვება მორალური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე აცხადებს, რომ „დროასთან“ ერთად ქმნის პლატფორმას, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება
შემდეგი სტატიაშოლცმა პალესტინის ხელისუფლების დუმილს “სამარცხვინო” უწოდა – გერმანია მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას აჩერებს