სარჯველაძე – გახარიას პერსონალური რეიტინგის მნიშვნელოვან წილს მისი პარტიული კუთვნილება განაპირობებდა

გიორგი გახარიას პერსონალური რეიტინგის მნიშვნელოვან წილს მისი პარტიული კუთვნილება განაპირობებდა და ინ ხაზისადმი კუთვნილება, რომელსაც ატარებს პარტია და ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებით ფუნდამენტური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„პოლიტიკაში გახარიას დაბრუნებით რაიმე დიდი ფრაგმენტაცია ხელისუფლებაში და ფუნდამენტური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ზოგადად, ნებისმიერი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა შეიძლება, ითვალისწინებდეს იმის შესაძლებლობას, რომ ერთმა ან რამდენიმე წევრმა, ან რამდენიმე ათეულმა წევრმა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიაში გადაინაცვლოს. ეს ჰიპოთეტური შესაძლებლობაა, რომელსაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავთ, ალბათ მოსალოდნელიც არის. იმის მოლოდინის საფუძველი არ არის, რომ გახარიას პარტიის მიღმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს. ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის პოლიტიკიდან გადის. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიღმა უნდა ვიხილოთ ან ვეძებოთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ. კერძოდ, კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89 პროცენტმა დაასახელა პატრიარქი, 65-მა პროცენტმა გიორგი გახარია, 54-მა პროცენტმა კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაში“საიამ” სტრასბურგიში 2 ახალი საჩივარი გააგზავნა
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – მხარეებს თუ სურვილი ექნებათ, ყოველთვის შეიძლება შევთანხმდეთ და კომპრომისი მარტივად ვიპოვოთ