ევროინტეგრაციის გეგმა არის როგორც შთამბეჭდავი, ასევე ამბიციურიც, ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რათა პროგრესი თვალსაჩინო იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციას ყველა შესაძლებლობა ექნება, პროცესში ჩართული იყვნენ და პროცესში თავისი წვლილი შეიტანონ.
„ეს თუ არ უნდათ, მიზეზს ყოველთვის იპოვნიან, მცდარს და არასწორს, მაგრამ მაინც იპოვნიან, რათა კონსტრუქციულ მონაწილეობას გაექცნენ. მათ შეუძლიათ, პროცესში მონაწილეობა, მთავარია, საკუთარ თავში ძალა აღმოაჩინონ, რომ ქვეყნის სასარგებლოდ იმუშაონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.