სარჯველაძე – დასახელდეს სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტ სააკაშვილს და ვერ მიეწოდება საქართველოში

დასახელდეს სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტს და ვერ მიეწოდება საქართველოში, მარტო ის, რომ ციხის საკნის შეუთავსებლობა თუ აუტანლობა აქვს, არ შეიძლება გახდეს არც უცხოეთში გადაყვანის და არც სასჯელისგან თავის არიდების მიზეზი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ბევრი ისეთი განცხადება კეთდება, რომელიც მეტ დასბუთებას მოითხოვს.

“ექიმებს მოეთხოვებათ პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირება, პოლიტიკოსებისგან ამაზე საუბარი არ არის რეკომენდირებული. ვითარება მგონი ნამდვილად არ არის ისეთი, რომელიც მოითხოვს ასეთი ტიპის ჩარევას, როგორიც არის ვინმეს სადმე უცხოეთში გადაყვანა. თვეებია ვსაუბრობ – დასახელდეს რომელიმე სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტს და არ არის მიწოდებადი საქართველოში, მარტო ის, რომ ციხის საკნის შეუთავსებლობა თუ აუტანლობა აქვს, არ შეიძლება გახდეს არც უცხოეთში გადაყვანის და არც სასჯელისგან თავის არიდების მიზეზი, რადგან გამოვა, რომ 9 ათასივე პატიმარს ასეთი მდგომარეობა ექნება და ასეთი ლოგიკით ჩვენ შორს ვერ წავალთ,”- განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – საუბარი იმაზე, რომ კობახიძის განცხადება არის აშშ-ს საელჩოს შანტაჟი, საფუძველს მოკლებულია
შემდეგი სტატიარუსეთმა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რაიონებზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი