სარჯველაძე: ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია შეთანხმებით

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული პირველი შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებით საერთო ხედვის წერტილები გამოიკვეთა, კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება.

„კარგი შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო ხედვის წერტილებიც მოინახა, თუმცა დარჩა საკითხები, რომელთა მიმართაც განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ვთქვათ – ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია კონკრეტული შეთანხმებით, რაც ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტიას გულისხმობს, თუმცა ეს ისეთი ტიპის სამართალდარღვევას როგორიც არის ქალბატონი მაკო გომურის შემთხვევა, არ გულისხმობს. ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ეს გამონაკლისის სახით იქნება და კონკრეტულად გაიწერება. ძირითადი სხვაობა რაც დარჩა განსხვავებული და რის გამოც არ ისურვა ოპოზიციის მხარემ დათანხმებოდა ჩვენ ინიციატივას მდგომარეობდა შემდეგში – მათ სურდათ კანონპროექტში დამატებითი შეზღუდვების ჩადება, რომელიც გულისხმობდა სხვა კვალიფიკაციით მომავალში აღძრული სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონის გავრცელებას. იმასთან დაკავშრებით, რომ დღეს იწურებოდა კანონპროექტის ინიცირების ვადა, მომავალში კანონპროექტის მიმართ დისკუსიები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენ მოსაზრებებზე დავითანხმოთ, ყოველშემთხვევაში დისკუსიები აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითურქეთის პარლამენტმა აშშ-ს მიერ სომხების გენოციდის აღიარება დაგმო
შემდეგი სტატიადახმარება ინდოეთისთვის