სარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზე: არც თუ კონსტრუქციულია პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად განცხადებების მიღების ვადა დღეს იწურება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. მას მიაჩნია, რომ ოპოზიცია ამ საკითხის მიმართ ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულია.

„ბევრი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეფასებას შეიძლება იმსახურებდეს კონკრეტული კანდიდატი. ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციის გადაწყვეტილებებს ასეთ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა მიმართ ძალიან ასდის მიკერძოებულობის სუნი. შესაბამისად, ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხშირ შემთხვევაში არც თუ კონსტრუქციულია პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს“, – აცხადებს სარჯველაძე.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე შესარჩევად, განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილთან 4 ძირითადი საკითხი განიხილა
შემდეგი სტატიაგიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი კიდევ ერთხელ შეიტანა