სარჯველაძე ბერაიას განცხადებაზე – ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ინციდენტი და კონკრეტულ ქმედებებს შეფასება მიეცა

ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა – ამის მიღმა დამატებით პასუხისმგებლობაზე საუბარი, არ მგონია, მართებული იყოს, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატ ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერი კოლეგის თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფის თაობაზე დასმულ კითხვას.

სარჯველაძის თქმით, “ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ინციდენტი და კონკრეტულ ქმედებებს შეფასება მიეცა“.

„მამუკა მდინარაძემ იმავე დღეს განცხადება გააკეთა. განცხადება გააკეთა თვითონ ირაკლი ბერაიამ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და ამის მიღმა დამატებით პასუხისმგებლობაზე საუბარი არ მგონია მართებული იყოს – ამის მოთხოვნის უფლება არავის გააჩნია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი სანქციების ახალი პაკეტის შესაძლო დაწესებაზე – ევროპის დიდი ქალაქებიდან ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსი იქნება
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ბრიუსელში მივდივარ გზავნილით, რომ ქართველ ხალხს მიეცეს შანსი და კანდიდატის სტატუსის სახით მიიღოს დაპირება, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი