სარჯველაძე – აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური

მოლოდინსაც და ჩემს სურვილსაც გავაერთიანებ, რომ ეს იყოს კარგი თანამშრომლობა, რადგან განსაკუთრებულია მნიშვნელობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ, თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიმძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ – 2023 არ არის 1943 – გალანტი ნატოს
შემდეგი სტატიახოშტარია – ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა