სარჯველაძე – არაერთი მსხვილი და მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაგრძელება არიან იმ პოლიტიკური ორგანიზაციების, რომლებიც დღეს ოპოზიციად გვევლინებიან

არაერთი მსხვილი და მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრაქტიკულად გაგრძელება არიან იმ პოლიტიკური ორგანიზაციების, რომლებიც დღეს ქვეყნის ოპოზიციად გვევლინებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, წაშლილია ყოველგვარი ზღვარი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.

„პოლიტიკური მიკერძოება იმას ნიშნავს, რომ მათთვის პოლიტიკური დღის წესრიგია განმსაზღვრელი და არა ობიექტურად იმ საკითხების მიმართ ინტერესი, რომლის ნიღაბსაც არიან რეალურად ამოფარებულები. ისინი ამ პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით ცდილობენ, რომ რაც შეიძლება, მეტი კონფლიქტი დაბადონ ხელოვნურად საქართველოს ხელისუფლებასა და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, რათა ესეც წარმოჩინდეს, როგორც ქვეყნის საგარეო ვექტორის მიმართულებით შეტორტმანება და ამაზე ხელი მოითბონ. რა თქმა უნდა, ამაში ოპოზიციას ხელს უწყობენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც არიან პოლიტიკური კონგრომერატის ნაწილი, რასაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია. რა თქმა უნდა, მათი მთავარი ცენტრი „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრეგაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილისგან, კეზერაშვილისგან და ვანო მერაბიშვილისგან არაფორმალურად მართული ძალა
შემდეგი სტატიაDATA BOOTCAMP-ი ბათუმის ტექნოპარკში