სარჯველაძე – არ მგონია, რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არსებობდეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობა არ არსებობს.

„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი არ მაქვს. საკმაოდ კარგად ვიცნობ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და არ მგონია, ამ თვალსაზრისით, რიგგარეშე არჩევნების რაიმე წინაპირობა არსებობდეს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლოდინებს, არც ამ შემთხვევაში მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ ვადამდელი არჩევნების საჭიროება დადგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი შესაძლოა პრობლემური გახდეს – “სამოქალაქო იდეის” მიმართვა პრემიერობის კანდიდატსა და პარლამენტს
შემდეგი სტატიაბაქრაძე: მზად ვართ, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით