სარჯველაძე – ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება

სამართალი ამბობს, რომ ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, ვისგანაც და რომელ საქმესთან დაკავშირებითაც არ უნდა იყოს მოთხოვნილი ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად ეთანხმება ნიკა გვარამიას მოსაზრებას, რომ ზეწოლად არ უნდა განიხილებოდეს, თუ აშშ- ის საელჩოს წარმომადგენელი დაინტერესდებოდა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მოტივებით.

სარჯველაძის თქმით, ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება.

“ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები იმის გამო, რომ კანონით და კონსტიტუციით იკრძალება ზოგადად, მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს არ არის სამართლებრივად გამართული ქცევა. ამით მე არც ვადასტურებ რაიმეს, არც ვამტკიცებ, არ უარვყოფ, ეს სხვამ უნდა გააკეთოს, ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ზოგადად, შეფასებას რაც შეეხება, რომ არაფერია მართლსაწინააღმდეგო იმაში, რომ ვინმემ მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, ვინც არ უნდა იყოს, ეს არ არის სწორი შეფასება. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ არამც და არამც არ გვაქვს უფლება ანგარიში მოვთხოვოთ მოსამართლეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს არის მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების და ინდივიდუალური მოსამართლის მთავარი გარანტიად მიჩნეულო მექანიზმი,”- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, თუ დადასტურდა ის, რასაც გვარამიას მოსამართლე აღნიშნავს მის განცხადებაში, მაშინ რას ნიშნავს, სარჯველაძე პასუხობს – “მანამდე გიპასუხეთ, რომ უკანონია და ახლა რა უნდა გითხრათ, თუ დადასტურდა, მაშინ კანონიერი იქნება – თქო, ხომ არ გეტყვით?”

banner
წინა სტატიაშიისტერიული შეტევა მიდის ივანიშვილზე, როგორც ჩანს, კულისებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო მაღალი ფასი და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საჯარო ინფორმაციებს – ხუნდაძე
შემდეგი სტატიამარიუპოლის 10 ათასზე მეტი მცხოვრები ფილტრაციის ბანაკებში იმყოფება – ბოიჩენკო