სარჯველაძე „ალტ ინფოს“ წევრების დასანქცირების ინიციატივაზე – მიზანია, გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა

მიზანი არის გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარების ინიციატივას, რომ საქართველოში „ალტ ინფო“ და მისი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია დასანქცირდნენ.

ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ ინიციატორების ინტერესი ადამიანის უფლებების დაცვა არ არის და დასძენს, რომ პოლიციამ 8 ივლისს სწორად იმოქმედა.

“რაც შეეხება ინიციატივის დაყენებას, რომ ვინმე საქართველოში იქნეს დასანქცირებული, მერწმუნეთ, ასეთი ინიციატივების წამოყენებისას, არავის აქვს ინტერესი იმ ადამიანების უფლებების დაცვის, რომელთან მიმართებით შეიძლება კონფლიქტში არიან ის ადამიანები, ვისზეც არის სანქცირების ინიციატივა. სინამდვილეში მიზანი არის გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა, ასეთი ეჭვები მიჩნდება.

არიან ადამიანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი მოსაზრებები აქვთ, მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წავიდე და საგარეო ფლანგზე ვეცადო სანქციების მოტანას ამ ქვეყანაში, რადგან რეპუტაციული თვალსაზრისით ეს ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული ვერ იქნება,” – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – საქმე გვაქვს ოპოზიციურ ჯგუფთან, რომელიც შრომობს იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრკოლდეს და ეს გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიალიეტუვამ უკრაინაში ომზე მათი შეხედულების მიხედვით რუსებს ბინადრობის ნებართვა გაუუქმა