სარიშვილი – ქოცებო! დაძაბეთ თავში დარჩენილი კოვზით ამოსაფხეკი ტვინები

“ქოცებო! მთავრობის წევრებს და მათ ანაზღაურებად მხარდამჭერებს მივმართავ:

სულ ოდნავ მაინც რომ დაძაბოთ თავში დარჩენილი კოვზით ამოსაფხეკი ტვინები, ეგებ მიხვდეთ რას გიშვებათ თქვენი მამა–მარჩენალი – თვითონ “წავიდა”, პარტიის თავმჯდომარედ ყველაზე დისკრედიტირებული, არაპოპულარული ფსიქოპატი ირაკლი კობახიძე დაგიტოვათ; გახარიამ თავშიც ქვა გიხლიათ და მუცელში სამართებელი, პაკაო; პრემიერად ასევე ყველაზე დისკრედიტირებული, კომიკური ფსიქოპატი ირაკლი ღარიბაშვილი შემოგაჩეჩათ და აი ამ ხროვამ, რაც ეხლა ჩამოვთვალე, ახალი არჩევნების დანიშვნამდე ყველაზე შავი საქმე უნდა გააკეთოთ – წახვიდეთ მასიურ რეპრესიებზე, ფიზიკურად დაუპირისპირდეთ საკუთარ მოქალაქეებს და მერე ჩაირეცხოთ ბოლომდე ყველა!

უმძიმესი პერიოდი გეტენებათ უახლოეს მომავალში დღევანდელო დეპუტატებო, მინისტრებო თქვენი მხარდამჭერებიანად, ისეთი მძიმე, მთელი ცხოვება რომ ვეღარ ჩამოირეცხავთ ვერც თქვენ და ვერც თქვენი შთამომავლობა! ჰოდა დაფიქრდით აბა – გიღირთ დღეს ხანმოკლე დროით სკამზე ჯდომა ასეთი მომავლის ფასად?! თქვენს მომავალზე გეუბნებით, საქართველოსი კი არა!
იფიქრე ქოცო! იფიქრე! “- წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი შესაძლოა პრობლემური გახდეს – “სამოქალაქო იდეის” მიმართვა პრემიერობის კანდიდატსა და პარლამენტს