,,სარეზერვო ფონდის პროექტებით პრეზიდენტი პიროვნულ შეხებაშია საზოგადოებასთან, აუცილებლად უნდა დაუტოვონ მას ეს შესაძლებლობა”

მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსება აუცილებლად გაგრძელდეს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის ფონდის საქმიანობის ანგარიშზე განაცხადა, აღნიშნული ფონდის პროექტებით პრეზიდენტი საზოგადოებასთან უშუალო შეხებაშია.

„არააღმასრულებელი პრეზიდენტის ძალა იმ ადამიანებშია, რომლებიც ახორციელებდა ამ ფონდის პროექტებს. მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვისაც ეხება ფონდის დაფინასების საკითხი, აუცილებლად დაუტოვონ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა, რადგან ამ ფონდის პროექტებით პრეზიდენტი არის პიროვნულ შეხებაში ჩვენს საზოგადოებასთან. შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ არ შეუკვეცონ ახალ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთთან მიმართებაში სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია მკაცრად დააფიქსირა”
შემდეგი სტატიააღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს