სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ დონეზეა – ღარიბაშვილი

“ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებიც ისტორიულად დაბალ დონეზეა, ასევე, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ჩვენ ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართლაც წარმოადგენს საქართველოს მმართველობის ქვაკუთხედს და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ ეს ფასეულობები, რაც ასახულია ბევრ პრესტიჟულ რეიტინგში”. – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლის დროს.

banner
წინა სტატიაშიDRI: ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – 2012 წლიდან ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებას, ამის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა