“სარესტორნო ბიზნესის გასაჭირი კარგად ვიცით”

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან საერთო ჩატი აქვს გაკეთებული და მათი გასაჭირი მთავრობამ ძალიან კარგად იცის.

“სარესტორნო ბიზნესს რაც შეეხება, ვიცი, რომ ძალიან სენსიტიური საკითხია, არაერთი შეხვედრა გვქონდა ჩვენ მათთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ ონლაინრეჟიმში ვარ მათთან კონტაქტში, საერთო ჩატი გვაქვს შექმნილი და მათი გასაჭირი ძალიან კარგად ვიცით და გულთან ახლოს მიგვაქვს, მაგრამ ვინაიდან მიჩნეულია, რომ რესტორნები და კაფეები არის გადადების საფრთხის დამაგენირებელი ობიექტი თუნდაც იმის გამო, რომ აქ არ გამოიყენება პირბადე, აქედან გამომდინარე, დროში ავაცილეთ ჩვენ ერთმანეთს იგივე სავაჭრო ქსელისა და სარესტორნო სექტორის გახსნა.

მივდივართ ამ ნაბიჯზე აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი არის დაბალი, 4%-ზე ნაკლები და იქ ღია სივრცეებში უკვე დაიწყებენ ფუნქციონირებას კაფეები და რესტორნები 1-ლი თებერვლიდან, რა თქმა უნდა, წესების დაცვით და შაბათ-კვირის გამოკლებით. შემდგომში უკვე ვიმსჯელებთ, დანარჩენ საქართველოში რა პერსპექტივებია ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგის პირობებში”, – თქვა თურნავამ.

banner
წინა სტატიაში” დღეიდან ბიზნესს შეეძლება თანამშრომლები კორონავირუსზე უფასოდ გატესტოს”
შემდეგი სტატიაგატესტილი რელიგიური მსახურებიდან კორონავირუსი 62-ს დაუდასტურდა