ენგურის ხიდი უახლოეს მომავალში ჩაიკეტება

ენგურის ხიდი, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯთან აკავშირებს, უახლოეს ხანებში ჩაიკეტება.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

მისივე ინფორმაციით ენგურის ხიდის გახსნამდე  მოქალაქეები ფახულანი-საბერიოს ე.წ. გამშვები პუნქტით ისარგებლებენ.

banner
წინა სტატიაშილადო პაპავა – აღმოჩნდა, რომ თურმე უნივერსიტეტში პაპავას პრობლემა იყო და არა ”ოდეერების”
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული სარჩელი დაუშვებლად ცნო