”სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ფუნდამენტია, გაყიდვით ეს კომპანია არ იყიდება!” – ყარამანაშვილი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი გია ყარამანაშვილი გაზეთ “ქრონა+”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კომპანიის გაყიდვა სრულიად წარმოუდგენლია და ის არ იყიდება.

“_ აუცილებლად უნდა გკითხოთ: მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოხვედით და საქართველოში ჩამოსვლამდეც, პერიოდულად ვრცელდებოდა ხმები, რომ თქვენ უკვე კულისებში შეუთანხმდით ბიძინა ივანიშვილს და ტელევიზიას თმობთ. ახლა მეუბნებით, რომ სტრასბურგში ბოლომდე ბრძოლას აპირებთ.

_ არ გეთანხმებით, ახლა არ გეუბნებით, ეს ნათქვამი მაქვს ყველა ინტერვიუში… მსგავსი არაფერი ყოფილა და არასდროს განმიხილავს. ეს იქნებოდა როგორც „რუსთავი 2“-ის კოლექტივის, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოების ღალატი, რასაც მე და ჩემი ძმა არასდროს ვიკადრებთ!

_ მე პირველად ვწერ თქვენთან ინტერვიუს, ამიტომ, აქედან გამომდინარე, ისევ უნდა გკითხოთ: ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ გიორგი ყარამანაშვილს კულისებში გარიგებას არ გთავაზობდათ?

_ ამაზეც საჯაროდ მაქვს ჩემი პოზიცია დაფიქსირებული… მართალია, მე ვარ ბიზნესმენი, „რუსთავი 2“-ს ვუყურებდი, როგორც ბიზნესს, მეტიც, პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ მე ვაქციე საქართველოში ტელევიზია მომგებიან ბიზნესად და მართლაც დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში ეს ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, ძალიან მიბმულია. რაღაც მოკლე პერიოდის მერე გადავწყვიტე ამ ბიზნესის გაყიდვა. ეს საჯაროდაც მითქვამს, ეს მაშინ არხის მენეჯმენტმაც იცოდა, არასდროს დამიმალავს. ამას მაშინ გამოხმაურება არ მოჰყოლია და მას მერე არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა გულახდილად გეტყვით, ბოლო პეროიდში, ბრძოლა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ აკრძალული ხერხებით მიმდინარეობდა. ამ ზეწოლების ფონზე კომპანიის გაყიდვა სრულიად წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ახლაც მიმაჩნია, რომ „რუსთავი 2“-ის გაყიდვა შეუძლებელია, იმიტომ, რომ აქ უკვე სხვა ვალდებულებებია, სხვა ვალდებულებებია ქვეყნის წინაშე, სხვა ვალდებულებებია ჩვენი თავდადებული ჟურნალისტების წინაშე, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა გმირობის ტოლფასია. მე ვაგრძელებ ბრძოლას და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.
მფლობელები ვართ დამოუკიდებელი არხის, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ფუნდამენტია, გაყიდვით ეს კომპანია არ იყიდება!!! ჩემი მხრიდან ეს სრულიად ცალსახა და მკაფიო განცხადებაა.” – აცხადებს უარამანაშვილი ქრონიკა პლუსთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო – აშშ-ს მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
შემდეგი სტატიააშშ-ს ელჩი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს მიესალმება