უკრაინელთა წუხანდელი შეტევის შედეგად იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სარატოვის ოლქში: ეს ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია რეგიონში. ხანძარი დიდ ფართობზეა მოდებული და ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სარატოვის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ დრონებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა არ დაადასტურა, მოხდა თუ არა თავდასხმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
რუსული მედიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ რეგიონულმა აეროპორტმა ფრენები დროებით შეზღუდა.
უკრაინული მედია წერს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 20-ზე მეტ სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ბენზინს, დიზელს, მაზუთს და ბიტუმს.
















