,,სარალიძის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებზე შესაბამისს საგამოძიებო მოქმედებებს ჩავატარებთ”

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოვლებნილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.

„ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე შსს აწარმოებს გამოძიებას და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. არ გასულა არც ერთი დღე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე და ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩვენ არაერთი პირი მივეცით პასუხისგებაში.

​მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანო გაეცნობა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სამოტივაციო და აღწერილობით ნაწილს, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ და ჩავატარებთ შესაბამისს საგამოძიებო მოქმედებებს უმოკლეს ვადებში ამ განაჩენში გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რის შემდგომაც აუცილებლად უმოკლეს ვადებში ვიმსჯელებთ ამ დანაშაულში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამასთან სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

banner
წინა სტატიაშიშეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმან, რომ 144 კაცი მონაწილეობს კონკურსში – ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
შემდეგი სტატიაBoeing-მა თვითმფრინავებში 737NG და 737 Max ახალი ნაკლოვანებები აღმოაჩინა