2 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე გამართული საქველმოქმედო კონცერტის შედეგად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის 250 000 ლარი შეგროვდა.
“პირველი საათის მონაცემებით, დღეს ჯარიმების ფონდზე 250 000 ლარი შეგროვდა” – წერს Facebook ჯგუფი დაიტოვე-ს ადმინი, Nancy Woland.
2 ივნისს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ქართველმა მუსიკოსებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის იმღერეს.