საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია – საქსტატმა 2025 წლის იანვარ-ნოემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
საქსტატის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 23 ლარით, ანუ 10%-ით, არის გაზრდილი.
საქსტატი ამჟამად ორი ტიპის საარსებო მინიმუმს აქვეყნებს, ესაა საშუალო მცხოვრებლის საარსებო მინიმუმი, რაც მეთოდოლოგიის მიხედვით 255 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, რაც 288 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წლიურად ასევე 10%-ით, ანუ 26 ლარით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.



















