საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წელს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა – 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

banner
წინა სტატიაშირესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი ხვალ მიტანის სერვისს შეწყვეტს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის წევრებთან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა