საქსტატის მონაცემებით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 377 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აგვისტოსთვის 189.2 ლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 2 ლარით მეტია.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქსტატის მიხედვით, 268.1 ლარია, სამსულიანის კი 301.6.

ივლისთან შედარებით, საქსტატმა ოთხსულიანი და ხუთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმიც გაზარდა, შესაბამისად, 3.6 და 4 ლარით. ამგვარად, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 335.1 ლარია, ხოლო ხუთსულიანის 377 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

“2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.”

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის 34 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატია,, მოუთმენლად დავაკვირდები, როდესაც გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება”