17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა. გასულ თვეში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა. ეს 0.8 პროცენტული პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე დეკემბრის ინფლაცია.
🔴 სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (9.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი);
🔴 ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (9.0 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7 პროცენტი);
🔴 სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.2 პროცენტი);
🔴 სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი);
🔴 ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6 პროცენტი).
🔴 ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის ძირითადად სასურსათო პროდუქტებია. პირველ ადგილს ქლიავი იკავებს, რომელიც წლიურად 98%-ით არის გაძვირებული, მეორე ადგილზეა მსხალი 52%-ით, მესამეზე კი ოქროს ბეჭედი 49%-ის მატებით.
🔴 ყველაზე გაიაფებულ საქონელს შორის პირველ ადგილზეა მწვანილი – წლიურად 38%-ით. მეორეზეა ბადრიჯანი 27%-იანი გაიაფებით, მესამეზე კი კომბოსტო ფასის 22%-ის კლებით.
🔴 საქსტატის სტატისტიკით, მიმდინარე წელს ფასი გაიზარდა ტრადიციულ კერძებზე რესტორნებშიც.
🔴 იანვარში რესტორნებში ხინკალი წლიურად 5%-ით გაძვირდა. გასული წლის იანვართან შედარებით 10%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 10.1%-ითაა გაზრდილი.
🔴 10.2%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და სექტემბერში წლიურმა ზრდამ 6.3% შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიდონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ენმ-ის წევრს, გიორგი ბარამიძეს, უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატია82 – მომხრე, 10 – წინააღმდეგი – პარლამენტმა გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო