საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა

საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2016 წლის მონაცემები დააზუსტა. შედეგად, მარტში გამოქვეყნებული მაჩვენებელი შემცირდა. თუმცა, 2015 წლის ინვესტიციებთან შედარებით მაინც ზრდა ფიქსირდება.

უწყების ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2015 წელს მაჩვენებელი 1,564.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

2016 წელს ინვესტიციები შემცირებულია 2014 წელთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება 2012 და 2013 წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ვაპირებ, უკრაინის საზღვარი ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადავკვეთო
შემდეგი სტატიადღეიდან ხმაური და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება დასჯადი ხდება