საქსტატი – საქართველოში სურსათი გაძვირდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი გაიაფდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2018 11:58

საქსტატი – საქართველოში სურსათი გაძვირდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი გაიაფდა

მნიშვნელოვანი

  • აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა.

სხვა სტატიები

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 პროცენტი).

ამასთან, ფასების 16,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე.

აგვისტოში ფასები შემცირდა ფეხსაცმელზე (-1,3 პროცენტი) და ტანსაცმელზე (-1,1 პროცენტი). სხვა მიმართულებით ფასები ან არ შეცვლილა, ან უმნიშვნელოდ შეიცვალა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 7.8 პროცენტით გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში, 3.2 პროცენტით – სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, 5.2 პროცენტით ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებაზე, 4.7 პროცენტით კი ალკოჰოლურ სასმელებზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2018 11:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics