საქსტატი – მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

banner
წინა სტატიაშინუნუ მიცკევიჩი – წელს, კოვიდის დიაგნოზის მიზეზით, არც ერთი გამოსაცდელი პირი გამოცდიდან არ მოიხსნება
შემდეგი სტატიაშეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს