სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 104 პირის მიერ.
2026 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 280 შემთხვევა, მუქარა – 253, ოჯახური ძალადობა – 182, ძალადობა – 189, გაუპატიურება – 6 შემთხვევა, გარყვნილი ქმედება – 3 შემთხვევა, თაღლითობა – 70, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 536 შემთხვევა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 8, ყალბი დოკუმენტების დამზადება კი – 105 შემთხვევა.















