საქსტატი – იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 539.4 მლნ. აშშ დოლარი (16.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 57, იმერეთში – 31, კახეთში – 17 გამოვლინდა
შემდეგი სტატიავახუშტი მენაბდე – ჩვენი რეკომენდაცია, საარჩევნო ადმინისტრაცია იმგვარად იყოს დაკომპლექტებული, რომ მასში ოპოზიციის გარანტირებული ჩართულობა უზრუნველყოს