10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

საქსტატი: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის პური 16%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში პური წლიურად 16%-ით გაძვირდა, ფქვილი – 13%-ითსაქართველოში პური წლიურად 16%-ით გაძვირდა, ფქვილი – 13%-ით.

ამავე მონაცემების მიხედვით, წლიურად 13%-ითაა გაძვირებული ხორბლის ფქვილი.

რაც შეეხება თვიურ ჭრილს, “საქსტატის” თანახმად, მარტში პურის ფასმა წინა თვესთან შედარებით 1.6%-ით მოიმატა, თითქმის 1%-ითაა მომატებული ფქვილის საფასური.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო ინფლაციას მაჩვენებელმა წლიურად 2.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე ეს მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის საქმის პროკურორი: დღევანდელი პროცესი არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ემოციურადაც ძალიან რთული იყო
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა კვებისთვის ტენდერს აცხადებს