12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

საქსტატი ცვლილებებს გეგმავს – “მოქმედი კანონი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას”

“მოქმედი კანონი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას”, – ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს საქსტატი,კ რომლის მიხედვითაც, “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონიდან იმ ნორმის ამოღება იგეგმება, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი  ორზე მეტჯერ დანიშნვას ზღუდავს.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ავტორები შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი არიან.

“მოქმედი კანონი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აქციას მართავენ
შემდეგი სტატია“ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობაა” – ფავლენიშვილი “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებაზე