8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 659.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

“2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 026.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 64.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 70.0 პროცენტით გაიზარდა და 659.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (143.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (84.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (76.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 125.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 88.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი 34.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 5.2 პროცენტი)”_ წერია საქსტატის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშეიძლებოდა თუ არა ამ სცენარის განვითარების თავიდან აცილება? – აშშ-ში მოღვაწე ექიმი მეუფეს პასუხობს
შემდეგი სტატიაივანიშვილმა გადაწყვიტა: “ჩემი ბიზნეს ინტერესებისთვის მირჩევნია რუსეთთან დავრჩე” – ევროპარლამენტარი