საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ შეადგინა კაცებისათვის – 71.4 წელი, ქალებისათვის – 80.6 წელი.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის 2025 წლის მაჩვენებლით ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდიოდა. 50 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 50 წლის ასაკიდან პირიქით, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.














