საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 132 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. სექტორში საშუალოთვიურად 1 094 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო მომსახურება 29.0 ათას პირს გაეწია, რომელთა 51.3 პროცენტს შინამეურნეობები შეადგენდნენ.
სასაკლაოების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლში (18.9%), ქვემო ქართლსა (18.2%) და კახეთში (17.4%) მდებარეობს. წლის განმავლობაში მათში 511.1 ათასი სული პირუტყვი და 12 351.6 ათასი ერთეული ფრინველი დაიკლა.
ჯამში წარმოებულმა ხორცის მოცულობამ (დაკლული წონა) 65 279.8 ტონა შეადგინა. აქედან 35.9% ღორის ხორცზე მოდის, 33.4% – ფრინველის, 30.0% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ხოლო 0.6% – ცხვრისა და თხის ხორცზე.
გამოკვლევის მიხედვით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასები ასე გადანაწილდა:
-
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 40.2 ლარი;
-
ღორი – 33.8 ლარი;
-
ცხვარი ან თხა – 13.6 ლარი.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სასაკლაოების 47.0% სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.5% – ნაწილობრივ, ხოლო 7.6% საერთოდ არ არის აღჭურვილი. ამასთან, სასაკლაოების 34.1 პროცენტს აღებული აქვს სესხი, ძირითადად ძირითადი კაპიტალის შეძენის მიზნით.















