21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

საქსტატი: 2025 წელს საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა. გასულ წელს სულ 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2024 წლის მონაცემს 348 ერთეულით (0.8%-ით) აღემატება.

გარდაცვალების ძირითადი მიზეზები: სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვალების წამყვანი მიზეზები სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (37.7%) და სიმსივნეებია (15.5%). გარდაცვალების ტოპ-7 მიზეზი 2025 წელს ასე გამოიყურება:

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები: 16 711 გარდაცვლილი.

სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან: 9 389 გარდაცვლილი.

სიმსივნეები: 6 877 გარდაცვლილი.

სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები: 3 533 გარდაცვლილი.

ტრავმები და მოწამვლები: 1 973 გარდაცვლილი.საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები: 1 521 გარდაცვლილი.

ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: 1 024 გარდაცვლილი.

საქსტატის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება: 5 წლამდე ბავშვებში პერინატალური დარღვევები ჭარბობს, 5-დან 39 წლამდე ასაკში — ტრავმები და უბედური შემთხვევები, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის პირებში — სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი წეროძე: ელენე ხოშტარიას ტკივილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს
შემდეგი სტატიავახტანგ თურნავა კობახიძეს IT ბინადრობის ვადის 30 დღემდე შემცირებას სთავაზობს