საქსტატი – 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 19.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 198.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19.6 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.8 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით გაიზარდა და 884.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 189.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 146.1 მლნ. აშშ დოლარით და თურქეთი – 98.3 მლნ. აშშ დოლარით.

banner
წინა სტატიაშითბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიასარჯველაძე – არავის შეუზღუდავს სააკაშვილისთვის საქართველოში ჩამოსვლა