საქსტატი – 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა

მთავრობის მიერ წამოწყებული 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი აქტიურობა 60 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს შორის ფიქსირდება.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ნოემბრის შემდეგ აცრის მსურველების რაოდენობამ, თითქმის ყველა რეგიონში, 100%-ზე მეტით მოიმატა.

„საპენსიო ასაკის ყველაზე მეტი, 4849 ადამიანი, 8-დან 16 ნოემბრამდე, თბილისში აიცრა, რაც, წინა კვირის მაჩვენებლთან შედარებით, 238 პროცენტით მეტია.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, 8-16 ნოემბერს აჭარაში 60 წლის ზემოთ 1560 ადამიანი აიცრა, რაც 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე აცრილ მოქალაქეებთან შედარებით 290 %-ით მეტია.

60 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდთან შედარებით, 8-16 ნოემბერს აცრილთა რაოდენობის მატება ასეთია :

გურიაში აიცრა 1016 ადამიანი, 539%-ით მეტი, ვიდრე წინა პერიოდში.

თბილისი – 4849 ადამიანი, 238%-ით მეტი;

იმერეთი – 2900 ადამიანი, 330%-ით მეტი;

კახეთი – 1317 ადამიანი, 329%-ით მეტი;

მცხეთა-მთიანეთი – 356 ადამიანი, 424%-ით მეტი;

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 209 ადამიანი, 515 %-ით მეტი;

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 1815 ადამიანი, 396%-ით მეტი;

სამცხე-ჯავახეთი – 437 ადამიანი, 3245-ით მეტი;

ქვემო ქართლი – 961 ადამიანი, 358%-ით მეტი;

შიდა ქართლი – 1033, 649%“,-აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის წევრები შიმშილობას ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში გააგრძელებენ
შემდეგი სტატიაომბუდსმენის ეგიდით შექმნილი კომისიის დასკვნა სტრასბურგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი