საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ თანამდებობა დატოვა-თანამშრომელმა ირაკლი კასრაძემ დავა მოუგო

“მოკლედ გაიმარჯვა სამართლმა, ჩემმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. სხვადასხვა ინტიტუტების ჩართულობის შედეგად საქპატენტის თავმჯდომარე გაუშვეს სახლში.
ეს არის მაგალითი სხვა პირებისთვის,
რომ არ შეიძლება ცოდნის არ მქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე.
რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი და ნათია მეზვრიშვილის 30 მეგობრის და ახლობლის დასაქმებით და ბიუჯეტის ფულის უაზრო ფლანგვით.
თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მინდია დავითაძე, რომელსაც საქპატენტის შენობაში ყოფნის უფლებაც აღარ აქვს დღეიდან აპირებს თავის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოჩენას ჟურნალისტების დახმარებით.
თუმცა ეს იქნება უბრალოდ სასაცილო, მათთვის ვინც იცის ეს ისტორია, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა და სხვა მრავალი საბუთი.
ასევე, ბრძოლა არ დასრულებულა, სამართლიანობის საბოლოოდ აღსადგენად წინ კიდევ ორი სასამართლო და გამოძიებაა. 💪
მადლობას გიხდით ყველას ვინც გვერდში მედექით!!! ❤️
P. S. უპრინციპო მედროვეებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს ეს შემთხვევა!!!”-წერს ირაკლი კასრაძე.

მინდია დავითაძე აცხადებს, რომ საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მიუხედავას ამისა, დავითაძე შეუერთდება თუ არა  გიორგი გახარიას გუნდს, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც უნდა ვაჩვენოთ სტაბილურობა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა ვაქცინების კუთხით დაგვეხმარება