საქმრომ სიმამრის რჩევა გაითვალისწინა და თავის მოკვლას სცადა

ინდოეთის მკვიდრი თავის ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც მისი შეყვარებულის მამამ სიტყვა მისცა, რომ ქორწილის ნებას დართავდა იმ შემთხვევაში, თუკი ის თავს მოიკლავდა, მაგრამ გადარჩებოდა – Hindustan Times-ი წერს. ატულ ლოკხანდე ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პარტიის ბხატარიას ახალგაზრდული ფრთის ლიდერია. მას და თავის შეყვარებულს13 წელი ჰქონდათ ურთიერთობა. ქალის მამა ქორწილზე უარს ამბობდა, საპასუხოდ, მამაკაცი მას ემუქრებოდა, რაც ატულ ლოკხანდეს შეყვარებულს არ მოეწონა და მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

გარკვეული ხნის შემდეგ პოლიტიკოსმა ხელახლა სცადა ქალთან შერიგება. მაშინ გოგოს მამამ მას შესთავაზა თავი მოეკლა და ამით თავისი ქალიშვილის სიყვარული დაემტკიცებინა. იმ შემთხვევაში კი, თუკი გადარჩებოდა, პირობა დადო, რომ ქალიშვილს გაატანდა.
ინდოელმა შეყვარებულის მამასთან დადებული პირობის შესრულება დაიწყო, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საყვარელი ქალის გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ხედავს და ითხოვა, რომ თავის გადაწყვეტილებაში გოგო არ დაედანაშაულებინათ. ატულ ლოკხანდე ქალაქ ბანგალორის საავადმყოფოში მოხვდა. ექიმების დიაგნოზით, მისი ტვინი მკვდარია და ის აპარატზეა მიერთებული.
პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით, დაკავებული არავინაა.

banner
წინა სტატიაშილონდონში სპეისის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას სამი საქმე დაემატა
შემდეგი სტატიაბიბილოვი რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა