“საქმით ვუპასუხებთ”- რა დააბარა ევროპარლამენტარმა სიკორსკიმ ბაიდენს პუტინთან?

ევროპარლამენტარი, რადოსლავ სიკორსკი​ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებს გაზით დაემუქრება, მეზობლებზე თავდასხმას განაგრძობს და ოპონენტებს დაუპირისპირდება, დასავლეთი მას შესაბამის პასუხს გასცემს.

ევროპარლამენტარმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე მან პუტინს მისი მესიჯები გადასცეს:

“პრეზიდენტო ბაიდენ, თქვენ უნდა შეხვდეთ ვლადიმერ პუტინს. გთხოვთ, გადაეცით ჩვენგან, რომ თუ ის ისევ დაემუქრება ქვეყნებს გაზით, პასუხად ჩრდილოეთ ნაკადის სანქციებს მიიღებს. თუ ის ისევ დაესმება თავს მეზობლებს, ჩვენ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით ვუპასუხებთ. და ბოლოს, რამდენჯერაც ის ან ლუკაშენკოს მოკლავს ან გაიტაცებს ოპონენტს, ჩვენ გავაორმაგებთ დახმარებას რუსი და ბელარუსი დემოკრატებისთვის”,- წერს ევროპარლამენტარი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება: იმნაძის განმარტება
შემდეგი სტატიალარი გამყარდა – ვალუტის კურსი