საქმის კურსში არ ვიყავი, თუკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩემს წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა

პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გელა მიქაძე აცხადებს, რომ საქმის კურსში არ იყო, თუკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე მიმდინარეობდა.

„ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლომ 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება“, – განაცხადა მიქაძემ.

მისივე თქმით, ფლობდა კომპანიას, რომელიც 2010 წელს გაყიდა და ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ყოფილა.

გელა მიქაძის თქმით, მის კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი განცხადებას დღეს გააკეთებს.

Gulf Business-ის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

გელა მიქაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2007 წლიდან 2016 14 ნოემბრამდე არაბეთის გაერთიანებული საამიროებში რეგისტრირებული კომპანიის „ჰენკელ&ბეიკერის“ პარტნიორად ფიქსირდება. მას გასულ წელს აღნიშნული კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია.

კიდევ ერთი კომპანია 2007 წელს საქართველოში რეგისტრირებული შპს „რახ კერამიკს ჰოლდინგია“, სადაც გელა მიქაძე 24.5% ფლობს. კომპანიის 51%-ის მფლობელი კი გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული სახელმწიფო სააქციო კომპანია „რახ კერამიკსია“.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ოკუპირებული ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა
შემდეგი სტატიაარაბმა შეიხმა ტრამპის გათხოვილ ქალიშვილს – ცოლობა სთხოვა