საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში იკითხებოდა, მაჩალიკაშვილმა გაუთქმელობის ხელწერილი დადო

საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკითხებოდა, ადვოკატებმა და თავად მაჩალიკაშვილმა გაუთქმელობის ხელწერილი დადეს. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მიმდინარე დაკითხვაზე არსებითად ახალი კითხვა არ დასმულა და ძირითადად კითხვები ზოგადი შინაარსის იყო.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ის მალხაზ მაჩალიკაშვილის უწყებაში დაბარების აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ვინაიდან მან გამოძიებას აბსოლუტურად ყველა კითხვაზე უპასუხა.

კითხვაზე, მოხდა თუ არა გამომძიებლების მხრიდან რაიმე დოკუმენტების წარდგენა, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულებად გამოიყენოს, ჩუთლაშვილი განმარტავს, რომ მას დადებული ხელწერილიდან გამომდინარე საუბარი არ შეუძლია, ხოლო კითხვაზე, თუ რატომ იყო დაკითხვის პროცედურა ხანგრძლივი, უფლებადამცველი განმარტავს, რომ აღნიშნულის მოთხოვნა თავად მაჩალიკაშვილს ჰქონდა, რათა გამოძიებას ყველა კითხვა დაესვა დღეს, რომ სხვა დროს მისი დაბარება უწყებაში აღარ მოხდეს.

banner
წინა სტატიაში,,ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს”
შემდეგი სტატიაოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება-რომელი ფილმები ეცდებიან ოსკარზე საქართველოს სტატუსით მონაწილეობას?!