“საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს” – ადვოკატი

ჩვენი ინფორმაციით, საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს- აცხადებს ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი. ეკატერინე მაჭარაშვილის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ არის ჩატარებული.
“დაცვის მხარეს ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს გამოძიებასთან, ამიტომ დავნიშნეთ ალტერნატიული ექსპერტიზები, რომ ყველა ამ კითხვას, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს პასუხი გაეცეს. მთავარი კითხვა გვაქვს დანებთან დაკავშირებით, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს”, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშისამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე – ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი პრევენცია უნდა იყოს