საქმეშ ერთ-ერთი გვარი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა – ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2019 10:13

საქმეშ ერთ-ერთი გვარი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა – ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე

პირველად ვამბობ, რამდენიმე გვარი ვიპოვე საქმეში… ის ადამიანი, იმ საინტერესო გვარით,ზუსტად იმ ქმედებისთვის ჩანს, რომ საქმეში ხელშეუხებელია – ამ განცხადებას, დეპუტატი ეკა ბესელია აკეთებს. “პალიტრანიუსთან” ინტერვიუში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს , რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ეკა ბესელიას თქმით, როდესაც მან კითხვა დასვა , იცავდა, თუ არა მას გვარის გამო იმუნიტეტი, შსს-ში უპასუხეს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებონენ.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურასაც მიმართავს, თუმცა საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს,რადგან კვალი მიდის იმ ადამიანებთან, რომლებიც თავშივე „სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრედ მოხაზა“.

„არ მაქვს იმედი, რომ დამნაშავეს დასჯიან, რადგან მგონია, რომ კვალი მიდის იმ ადამიანებთან, რომლებიც მე თავიდან, როგორც სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე, ისე მოვხაზე. გახსოვთ თქვენ, არ გამოვრიცხე წარსულის ძალაც, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ ეს ემთხვეოდა მწვავე კონფლიქტს სასამართლო თემაზე. მგონია, რომ მანდ მიდიოდა ეს კვალი.

პარლამენტში ლობისტები ჰყავთ. მე სახელობითად ვერავისზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე კრებსითად ინტერესთა ჯგუფს ვასახელებ. ეს ჯგუფი „კლანი“ და მასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც არიან მათ შორის პარლამენტშიც (ვერ ვამბობ ასე სახელით და გვარით, ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა) მაგრამ ვის ინტერესებშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი, მგონია, რომ კვალი იქ მიდის. რადგან ამას წინ უძღოდა ჩემთან რამდენჯერმე გამეორებული სიტყვები: გაჩერდი, გაჩუმდი! არც გავჩერდებოდი და არც გავჩუმდებოდი და ამას მოჰყვა ეს გადაწყვეტილება.

პირველად ვამბობ, რამდენიმე გვარი ვიპოვე საქმეში, ოღონდ გვარს არ დავასახელებ, რადგან ხმაურიანი გვარია და თან არ მინდა იმ ადამიანს ზიანი მივაყენო. რამდენიმე გვარია, რომელსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება აქვთ ჩადენილი, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს. მაგრამ ის ადამიანი, იმ საინტერესო გვარით,ზუსტად იმ ქმედებისთვის ჩანს, რომ საქმეში ხელშეუხებელია. მე არავის დასჯა და დაპატიმრება არ მინდა, გარდა იმისა, ვინც ეს საზიზღრობა დაგეგმა და ჩაიდინა. კითხვა გამიჩნდა: თუ ის პატარა გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები დაიჭირეს გავრცელებისთვის, ეს რატომ არის?-გვარი აქვს საინტერესო. გვარი თუ იცავს, როგორც იმუნიტეტი ამას გავარკვევ პროკურატურასთან. გვარს ახლა არ ვასახელებ, რადგან ვიღაცას ეხება, მათ შორის მარტო მამაკაცი არ არის, ქალიც არის. გვართან დაკავშირებით მეც მქონდა რეაქცია და ვუთხარი: გვარის გამო აქვს იმუნიტეტი თუ რატომ არის განსხავებულ რეჟიმში. შსს-ში მითხრეს- არ ვიცითო, პროკურატურის გადაწყვეტილებას ველოდებითო“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

წამყვანის კითხვას – ემთხვევა თუ არა ეკა ბესელიას მიერ ნაგულისხმები გვარი რომელიმე დეპუტატის გვარს – ბესელიამ უპასუხა „დიახ ასეა“.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2019 10:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics